Sunday, May 20, 2012

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა:
მზს სისტემა
სწავლების საფეხური და კლასი
III კლასი, I საფეხური
ინტეგრირებული საგნები,
საგნები : ბუნება, ქართული, ხელოვნება, ისტ-ი
მასწავლებლის სახელი და გვარი - ინგა სებისკვერაძე
მოსწავლეთა რაოდენობა 31
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი -არცერთი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები( საგნების მიხედვით)

ბუნებისმეტყველება:
1. პრეზენტაციის, თანამშრომლობი სუნარ-ჩვევების განვითარება
2. ჯგუფური მუშაობისუნარ-ჩვევების განვითარება
3. სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება
4. განიმტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის, სხვისიაზრის მოსმენისა და პატივისცემის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევები

ქართული ენა:
1. ქმნის მარტივ მხატვრულ ტექსტს;
2. ტექსტის შესაბმისი სათაურის შერჩევა;
3. თხზულების დაწერის დროს იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
5. დაიცვა სთანმიმდევრობა და გამოიყენოს მხატვრული ხერხები (ეპითეტები, შედარებები);
6. დაიცვას გრამატიკული ნორმები და სასვენი ნიშნების ხმარების წესები.

ხელოვნება:
სწორად დახაზოს ინტერნეტ თამაშით ნასწავლი ხაზები, ორნამენტები და მიიღოს გაკვეთილის თემატიკის შესაბამისი სურათი.
ისტ-ი:
მოსწავლეები შეძლებენ გაივითარონ ისტ-ისნგამოყენების უნარ-ჩვევები; შეძლებენ ვებ რესურსების გამოყენებას;


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები


ბუნებისმეტყველება:
III.8. მოსწავლე მარტივად ახასიათებს მზის სისტემას
* იყენებს ილუსტრაციებს და მარტივად ახასიათებს მზის სისტემას (მაგ. პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
* თხზავს ისტორიას პლანეტების (თანამგზავრის) თემაზე;
* აღწერს აღჭურვილობას (სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც გამოიყენება კოსმოსში სამოგზაუროდ.

ქართული ენა :
III. 3. მოსწავლე სათანადოდ იყენებს ძირითად ენობრ - გრამატიკულ საშუალებებს .
* იყენებს სპეციალურ ლექსიკას
III.4. მოსწავლე დამოუკიდებლად ( ხმამაღლა / ჩუმად ) კითხულ
ობს და იგებს სხვადასხვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემაზე .
*კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას .
* სწორად იგებს და ხსნის მოცემულ კროსვორდს და ასრულებს სხვადასხვა ტიპის სახალისო სავარჯოშოებს.
III.10. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს გასაგებად აყალიბებს აზრს .
*ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტს(ზღაპარი, მოთხრობა);
*ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებს და ფრაზებს;
III. 11. ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.
*სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს.

ხელოვნება :
III.1. მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტს და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას
* ქმნის ფაქტურებს ნამუშევარში (სხვადასხვა ტიპის მონასმებით)
III. 3. მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტს და ასახავს ნამუშევარში
* მეხსიერებით ხატვისას გამოსახავს ამათუიმ ობიექტს და მის დამახასიათებელ ნისნებს

ისტ-ი :
იყენებს ისტ-თან ურთიერთმოქმედების მოწყობილობებს
* იყენებს შეტანის (მაუსი, კლავიატყრა) და გამოტანის (მონიტორი) ისტ-ის საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
*იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
*იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის არსებულ რესურსებს.

თანმიმდევრობა:
I აქტივობა
გაკვეთილის დასაწყისში ბავშვებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს,
ვთავაზობ მოთელვას "ჩემი კლასელები"-(ვაჩვენებ კლასელების პატარაობის სურათებს, ვნახოთ როგორ შესძლებთ თქვენი კლასელების ამოცნობას)ხართ თუ არა ნამდვილი მეგობრები? იცნობთ თქვენს მეგობრებს? - წარიმართება დისკუსია სამხიარულო, გასართობი, თამაშ დავასრულებ......
"მეგობრობაც" წავიდა უსასრულო კოსმოსში.
(დრო2წთ)

II. აქტივობა
ნასწავლი მასალის ანალიზის მიზნით, ვიყენებ კითხვა-პასუხის მეთოდს:

• რა ეწოდება პლანეტას,რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ?
• რომელი ვარსკვლავის ოჯახშია პლანეტა ადედამიწა?
• მზის ოჯახი რომელ გალაქტიკაში მდებარეობს?
• გალაქტიკაში რამდენი ვარსკვლავია?
• ვარსკვლავი როგორი სხეულია?
• მზის სისტემაში რომელია ვარსკვლავი?
• მზის ამოსვლას რა ეწოდება?
• მზის ჩასვლას?
• ჩამოთვალეთ მზის სისტემის პლანეტები
• მზის სისტემაში,კოსმოსში კიდევ რომელი კოსმიური სხეულები არიან?
(დრო5 წთ)

III . აქტივობა
3. ჯგუფური მუშაობა:
• ჯგუფურიმუშაობა nasakids -ისგანმავითარებელი ინტერნეტ-თამაში. (თითოეული ჯგუფი რამდენ კითხვასაც უპასუხებს სწორად , იმდენ თითო ქულას დაიმსახურებს).
(დრო 8 წუთი)

IV . აქტივობა
სლაიდშოუ- „მზის სისტემა“ აქვე, მთვარის სლაიდის დროს ბავშვებს დავუსვამ კითხვებს:
• ციურ სხეულთაგან ყველაზე ახლოს დედამიწასთან რომელია?
• როგორ ჩნდება კრატერი მთვარეზე?
• როგორ ანათებს მთვარე?
ვიდეო-„პირველი ნაბიჯები მთვარეზე“
(დრო 3 წუთი)

V. აქტივობა
კროსვრდი . (თითოეული ჯგუფი რამდენ კითხვასაც უპასუხებს სწორად , იმდენ თითო ქულას დაიმსახურებს).
(დრო 5 წთ)

VI. აქტივობა
სლაიდშოუ- „გალაქტიკები“ ეს სლაიდშოუ ბავშვებში გამოიწვევს მათი შემეცნების გამდიდრებას. (პროვოცირება მცირე ზომის ტექსტის შესაქმნელად)
(დრო 2 წთ)

VII. აქტივობა
მასწავლებლის საუბარი ---(მეცნიერული აზროვნება ეფუძნება ფაქტებს და მოვლენებს, მხატვრული აზროვნება კი წარმოსახვას. (პროვოცირება მცირე ზომის ტექსტის შესაქმნელად)
ჯგუფებს ეძლევათ დავალება დაწერონ თხზულება:"მზე და მზის შვილიები". (პრეზენტაცია)
( დრო 10 წუთი)
დედამიწა 400 კმ-ის სიმაღლიდან
VIII. აქტივობა
განმავითარებელი ინტერნეტ თამაშები წყვილეში:
http://childtopia.com/index.php?module=homefunc=dibuja ( აქ აირჩევენ კოსმოსურ ხომალდს)
ხოლო მათთვის ვინც ფლობს მაუსს, კლავიატურას, იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის არსებულ რესურსებს შეუძლიათ დამატებით შეასრულონ შემდეგი ინტერნეტ განმავითარებელი თამაშები:

• http://www.encyclopediainteractica.com/

• http://www.nasa.gov/audience/forkids/kidsclub/flash/games/leveltwo/KC_Rocket_Builder.html
(დრო 10 წუთი)



შეფასება

• გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვას:
როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი?
• მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები
• იხ.შეფასების რუბრიკა (შეფასების შუქნიშანი)


საკლასო მენეჯმენტი / საგანმანათლებლო რესურსები
23 კომპიუტერი, პროექტორი.
III კლასის სახელმძღვანელო : ბუნება (გ.კვანტალიანი)
ელექტრონული რესურსები:
• პრეზენტაცია power point
• ვებ გვერდები:
• http://www.nasa.gov/audience/forkids/kidsclub/flash/games/levelfive/KC_Solar_System.html http://childtopia.com/index.php?module=homefunc=dibuja

• http://www.nasa.gov/audience/forkids/kidsclub/flash/games/leveltwo/KC_Rocket_Builder.html

• http://www.encyclopediainteractica.com/

Sunday, July 4, 2010

ნომინაცია : ,,სასწავლო თვალსაჩინოება და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება“
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის თვალსაზრისით , მუდამ მაფიქრებს კითხვა, თუ როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე ,რომ გავითვალისწინო მოსწავლის არსებული შეხედულებები ცოდნა და უნარ –ჩვევები.
ჩემს მიერ წარმოდგენილი თვალსაჩინოება პირდაპირ კავშირშია თითოეული მოსწავლის მითხოვნილებებსა და საჭიროებებთან, სასწავლო მიზნებთან.აღნიშნული თვალსაჩინოება მეხმარება იმ უახლოესი ზონის მიღწევაში ,რომელსაც ვიგოდსკის თეორია ითვალისწინებს. ,,ანიდან–ჰაემდე“ (თვალსაჩინოების სახელწოდება) მოგზაურობისას მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთთან სოციალური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისა. მათ უყალიბდებათ პიროვნული და სოციალური უნარ–ჩვევები: მოლაპარაკება, დარწმუნება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა, კომფლიქტების მოგვარება.
თვალსაჩინოება მეხმარება გაკვეთილის დროის მართვაში. მიზეზი ისაა, რომ დროის ნაყოფიერად გამოყენება თავად მოსწავლის ინტერესებში შედის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დროის ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში მათ მიერ დაზოგილი წუთები დაემატება ,,ანიდან–ჰაემდე“ მოგზაურობის დროს.
დაწყებითი საფეხურის ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე მოსწავლეები არ იცნობენ კლასში ქცევის უმარტივეს წესებს. მიუხედავად იმისა ,რომ ქცევის წესები მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობის პროდუქტია მისი მარტივად განხორციელება მაინც სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის თანმიმდევრულად გადაჭრაში მეხმარება თვალსაჩინოება ,,ანიდან–ჰაემდე“. ბოლოს ამ სტრატეგიას ქცევის თვითმართვამდე მივყავარ.
თვალსაჩინოება მეხმარება კონფლიქტების თავიდან აცილებაში. იგი თანამშრომლობის, ურთიეთპატივისცემის,ტოლერანტობის ატმოსფეროს ქმნის კლასში. თვალსაჩინოების დახმარებით ვახერხებ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას, თვალსაჩინოებას აკისრია წამახალისებელი ფუნქცია.
თვალსაჩინოება მოძრავია, შეიძლება მისთვის სხვადასხვა დანიშნულების მინიჭება: ა) თვალსაჩინოების გამოყენება ანბანის სახით და ინფორმაციის მოძიების წყაროდ. (ამ შემთხვევაში მისი კედელზე განთავსება შეიძლება) ბ) საკლასო ოთახში პოზიტიური გარემოს შესაქმნელად. ( შეიძლება მიეცეს ვაგონის ფორმა).
მშობლების გამოხმაურება: თვალსაჩინოების გამოყენების პირველი დღიდანვე მაკითხავდნენ მშობლები და ინტერესით ათვალიერებდნენ თვალსაჩინოებას. აღნიშნავდნენ ,რომ მათი შვილები მონდომებოთ ეკიდებიან სწავლას, სურთ დაიცვან ყველა პირობა, რათა მოხვდნენ ,,მატარებელში“. არ სურთ გაკვეთილის გაცდენა საპატიო მიზეზითაც კი. სახლში დაბრუნებულები დიდი ინტერესით ყვებიან ,,ანიდან–ჰაემდე“ მოგზაურობის შესახებ.

თვალსაჩინოების გამოყენების სრული ვერსია:
ანბანის შესწავლის პერიოდი მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ის სირთულეები, რაც ამ პერიოდს ახლავს, სასურველია, ადვილად და ხალისიანად გადავალახინოთ მათ. ამ თვალსაზრისით პირველი ასო–ბგერის შესწავლის დღიდანვე ვეცადე, დ. უზნაძის ,,განწყობის თეორიის’’ თანახმად ბავშვის ქცევის სპეციფიკური ფორმა თამაში გამომეყენებინა.
დიდი ზომის მყარი მუყაოს ქაღალდით გავაკეთე ოთხ ვაგონიანი მატარებელი. (8 მოსწავლე თავისუფლად თავსდება შიგ.) მატარებელი დგას ბორბლებზე და მიემგზავრება ,,ანიდან– ჰაემდე’’ სამოგზაუროდ. მატარებელს გარედან 33 ფანჯარა აქვს. ყოველი ახალი ასო ბგერის შესწავლისას თითო შესაბამისი ფანჯარა იღება. მაგ. ასო –ბგერა ,,ა’’ გაიღო პირველი ფანჯარა და შემოგვცინა ლამაზად გაფორმებულმა ასო ბგერამ. ასო–ბგერა ,,თ’’ გაიღო მერვე ფანჯარა და ა. შ. ფანჯრის შიგნით მოთავსებულია ჯიბაკები,სადაც ვათავსებთ მითითებულ ასო ბგერაზე დაწყებულ სიტყვებს. სიტყვებს წერენ მოსწავლეები. ვურიგებ მათ ბადიან ფურცლებს და განვუმარტავ : –ეცადეთ დაწეროთ სწორად და ლამაზად თუ გსურთ თქვენი ფურცელი მოხვდეს მატარებლის ჯიბაკში. ამგვარი სტრატეგია ხელს უწყობს წერის კულტურის უნარ – ჩვევების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეები, რომლებმაც მოათავსეს ჯიბაკში ფურცელ იმსახურებენ შექებას და სტიკერს. საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ ჯიბაკებს ვათავისუფლებთ. ჩალაგებული სიტყვები ავკინძე ერთად, გავუკეთე გარეკანი და გავაფორმე წარწერით ,,ჩემი ხატოვანი ენა ქართული“ იგი ინახება საკლასო ბიბლიოთეკაში.
მსგავსი ფორმით თვალსაჩინოების გამოყენება შეიძლება შემდგომ კლასებშიც განხორციელდეს,როცა მოსწავლეები მცირე ზომის თემების დამუშავებას შეისწავლიან, შეივსოს ჯიბაკები და შემდეგ აიკინძოს წიგნად.
,,პრემაკის პრინციპი’’––მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, ( კითხვა, წერა, ამოცანების ამოხსნა, ტესტების შევსება და სხვა.) და ცდილობენ მის შესრულებას, მიუხედავად იმისა ,თუ რამდენად სასურველია მათთვის მიცემული დავალების შესრულება. მოსწავლეებმა იციან, რომ,,ანიდან– ჰაემდე’’მოგზაურობის დროს მეტად სახალისო დავალებების შესრულება და დიდაქტიკური თამაში ელით. ,,ანიდან– ჰაემდე’’ მოგზაურობას განსაზღვრული დრო აქვს: მოსწავლეებს ვატყობინებ, თქვენ გაქვთ დრო 5–წთ–ი ეცადეთ, იხალისოთ, იმოგზაუროთ და დროში ჩაეტიოთ . ( ვცდილობ სახალისო საქმიანობაში მონაწილეობა დამოკიდებული გავხადო ნაკლებად სასიამოვნო დავალებების შესრულებაზე)


თითოეული ახალი გაკვეთილისთვის შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა წამახალისებელი სამუშაო. სასურველია თვალსაჩინოებამ არ დაკარგოს ფუნქცია და მოსწავლეს მუდამ ჰქონდეს სურვილი იქ მოხვედრისა. ამიტომ , რაც შეიძლება მეტი ფანტაზიის, აქტივობის და სახალისო დავალებების შესრულებას უნდა მიექცეს ყურადღება. დავალებები რომლებიც სრულდება ,,ანიდან– ჰაემდე’’ მოგზაურობისას, პირდაპირ კავშირშია კონკრეტული გაკვეთილის მიზნებთან
განმამტკიცებელი სტიმული:
კლასში განვიხილე რამოდენიმე არასასურველი ქცევა და ავხსენი მისი შედეგი მაგ; როდესაც ნინო დაფასთან გამოვიდა ცარიელ უჯრაში საჭირო ასო ბგერის ჩასაწერად ნიკამ ადგილიდან წამოიყვირა პასუხი და ამით ნინო გაანაწყენა. შევიმუშაოთ ქცევის წესი.
1)პასუხის სათქმელად ავიწიოთ ხელი, ვცადოთ სხვა მოსწალეს აზრის გამოთქმა.
შემდეგ: დავითი წამოდგა ადგილიდან და გაემართა მეორე რიგში მჯდომ საბასკენ. ამ საქციელს მოყვა ახსნა განმარტება; ვიმსჯელეთ აღნიშნული ქცევის უარყობით მხარეებზე; ა)არ ითხოვა ნებართვა. ბ) გაფანტა სხვების ყურადღება, გ) გამოიწვია ხმაური, და ა.შ. შევიმუშაოთ შემდეგი წესი:
2) შევწყვიტოთ გაკვეთილზე დაუკითხავად გადადგილება.
აღნიშნული ქცევების შეზღუდვის სტიმულის გამოყენებით საკმარისია მივახვედრო მოსწავლეები როგორი ქცევებია მისაღები და სასურველი: ,,იმისათვის რომ თქვენ მოხვდეთ ’’მატარებელში“ ,შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ’’.... მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათმა ქცევამ დადებითი შედეგი გამოიღოს

სოციალური და ემოციური მხარდაჭერა:
ბექას გაუჭირდა სამუშაოს შესრულება . აღნიშნული დავალება ნინომ, ანიმ და დიმიტრიმ მიცემულ დროზე ადრე შეასრულეს. ბავშვები გავამგზავრე ,,მატარებელში“ სადაც გეომეტრიული ფიგურებით ააწყეს სახლები, გემები,ნაძვის ხეები. ბექას ვურჩიე დახმარებისთვის მიემართა ,,მატარებელში“ მჯდომი ბავშვებისთვის სადაც , გეომეტრიული ფოგურების, ციფრების გამოყენებით ბექას ადვილად შეასრულებინეს დავალება. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ბექამ თავად შეძლო სხვების დახმარება.
მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, აღნიშნული ხერხით მეგობრები ბავშვებს კოგნიტურ განვითარებაში ეხმარებიან.


დანიშნულება: საკლასო ოთახში ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემოს შექმნა. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.
,,მატარებელს“ ვამზადებ წინასწარ გათვალისწინებული აქტივობის განსახორციელებლად, რომელიც გაკვეთილის მიზნებთან კავშირშია.
როგორც თავში მოგახსენეთ თვალსაჩინოება შევქმენი ანბანის სწავლების პირველი დღიდან. თითოეულ ასო ბგერას აქვს საკმაოდ ტევადი ჯიბაკი, შიგ პერიოდულად ვათავსებ საჭირო ინფორმაციას, მაგ. ასო– ბგერა –,,ა“ . ჯიბაკში მოვათავსე ინფორმაცია აგარაზე, აქლემზე, არწივზე. ინფორმაცია იმ მოცულობისაა, რომ პირველ კლასელი ბავშვი ახერხებს წაკითხვას და აზრის ტრანსფორმირებას. ასე ხდება სხვა დანარჩენ შესწავლილ ასო ბგერებზე.მაგ. შემხვდა გაკვეთილში სიტყვა –თავთავი–მოვიძიე მასზე სურათები. 1). ნიადაგის დამუშავება. 2).ჯეჯილობის პერიოდი. 3) .სიმწიფის პერიოდი. 4) მკათათვის პერიოდი.
თითოეულ ილუსტრაციას გავუკეთე შესაბამისი წარწერა ჩავდე განსაზღვრულ ადგილზე .,,მატარებელში’’მჯდომ მოსწავლეებს ვთხოვე მოეძებნათ ინფორმაცია ,,თავთავზე’’ და მისი გაცნობა გააზრების შემდეგ წარსდგენილიყვნენ კლასის წინაშე.ილუსტრაციები ქრონოლოგიურად დაელაგებინათ–დაესაბუთებინათ, ემსჯელათ. კლასს მოვუწოდე, ჩართულიყვნენ აქტიურად საგაკვეთილო პროცესში, გამოეხატათ აზრი და ცოდნა თითოეული სურათის შესაბამისად.
,,მატარებელში’’ მჯდომი ბავშვები თავს გრძნობდნ ლიდერებად, ინფორმატორებად და სიამაყით ასრულებდნენ მასწავლებლის მითითებებს. ხოლო სხვა მოსწავლეებს გაუჩნდათ ენთუზიაზმი.