Sunday, July 4, 2010

ნომინაცია : ,,სასწავლო თვალსაჩინოება და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება“
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის თვალსაზრისით , მუდამ მაფიქრებს კითხვა, თუ როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე ,რომ გავითვალისწინო მოსწავლის არსებული შეხედულებები ცოდნა და უნარ –ჩვევები.
ჩემს მიერ წარმოდგენილი თვალსაჩინოება პირდაპირ კავშირშია თითოეული მოსწავლის მითხოვნილებებსა და საჭიროებებთან, სასწავლო მიზნებთან.აღნიშნული თვალსაჩინოება მეხმარება იმ უახლოესი ზონის მიღწევაში ,რომელსაც ვიგოდსკის თეორია ითვალისწინებს. ,,ანიდან–ჰაემდე“ (თვალსაჩინოების სახელწოდება) მოგზაურობისას მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთთან სოციალური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისა. მათ უყალიბდებათ პიროვნული და სოციალური უნარ–ჩვევები: მოლაპარაკება, დარწმუნება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა, კომფლიქტების მოგვარება.
თვალსაჩინოება მეხმარება გაკვეთილის დროის მართვაში. მიზეზი ისაა, რომ დროის ნაყოფიერად გამოყენება თავად მოსწავლის ინტერესებში შედის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დროის ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში მათ მიერ დაზოგილი წუთები დაემატება ,,ანიდან–ჰაემდე“ მოგზაურობის დროს.
დაწყებითი საფეხურის ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე მოსწავლეები არ იცნობენ კლასში ქცევის უმარტივეს წესებს. მიუხედავად იმისა ,რომ ქცევის წესები მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობის პროდუქტია მისი მარტივად განხორციელება მაინც სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის თანმიმდევრულად გადაჭრაში მეხმარება თვალსაჩინოება ,,ანიდან–ჰაემდე“. ბოლოს ამ სტრატეგიას ქცევის თვითმართვამდე მივყავარ.
თვალსაჩინოება მეხმარება კონფლიქტების თავიდან აცილებაში. იგი თანამშრომლობის, ურთიეთპატივისცემის,ტოლერანტობის ატმოსფეროს ქმნის კლასში. თვალსაჩინოების დახმარებით ვახერხებ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას, თვალსაჩინოებას აკისრია წამახალისებელი ფუნქცია.
თვალსაჩინოება მოძრავია, შეიძლება მისთვის სხვადასხვა დანიშნულების მინიჭება: ა) თვალსაჩინოების გამოყენება ანბანის სახით და ინფორმაციის მოძიების წყაროდ. (ამ შემთხვევაში მისი კედელზე განთავსება შეიძლება) ბ) საკლასო ოთახში პოზიტიური გარემოს შესაქმნელად. ( შეიძლება მიეცეს ვაგონის ფორმა).
მშობლების გამოხმაურება: თვალსაჩინოების გამოყენების პირველი დღიდანვე მაკითხავდნენ მშობლები და ინტერესით ათვალიერებდნენ თვალსაჩინოებას. აღნიშნავდნენ ,რომ მათი შვილები მონდომებოთ ეკიდებიან სწავლას, სურთ დაიცვან ყველა პირობა, რათა მოხვდნენ ,,მატარებელში“. არ სურთ გაკვეთილის გაცდენა საპატიო მიზეზითაც კი. სახლში დაბრუნებულები დიდი ინტერესით ყვებიან ,,ანიდან–ჰაემდე“ მოგზაურობის შესახებ.

თვალსაჩინოების გამოყენების სრული ვერსია:
ანბანის შესწავლის პერიოდი მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ის სირთულეები, რაც ამ პერიოდს ახლავს, სასურველია, ადვილად და ხალისიანად გადავალახინოთ მათ. ამ თვალსაზრისით პირველი ასო–ბგერის შესწავლის დღიდანვე ვეცადე, დ. უზნაძის ,,განწყობის თეორიის’’ თანახმად ბავშვის ქცევის სპეციფიკური ფორმა თამაში გამომეყენებინა.
დიდი ზომის მყარი მუყაოს ქაღალდით გავაკეთე ოთხ ვაგონიანი მატარებელი. (8 მოსწავლე თავისუფლად თავსდება შიგ.) მატარებელი დგას ბორბლებზე და მიემგზავრება ,,ანიდან– ჰაემდე’’ სამოგზაუროდ. მატარებელს გარედან 33 ფანჯარა აქვს. ყოველი ახალი ასო ბგერის შესწავლისას თითო შესაბამისი ფანჯარა იღება. მაგ. ასო –ბგერა ,,ა’’ გაიღო პირველი ფანჯარა და შემოგვცინა ლამაზად გაფორმებულმა ასო ბგერამ. ასო–ბგერა ,,თ’’ გაიღო მერვე ფანჯარა და ა. შ. ფანჯრის შიგნით მოთავსებულია ჯიბაკები,სადაც ვათავსებთ მითითებულ ასო ბგერაზე დაწყებულ სიტყვებს. სიტყვებს წერენ მოსწავლეები. ვურიგებ მათ ბადიან ფურცლებს და განვუმარტავ : –ეცადეთ დაწეროთ სწორად და ლამაზად თუ გსურთ თქვენი ფურცელი მოხვდეს მატარებლის ჯიბაკში. ამგვარი სტრატეგია ხელს უწყობს წერის კულტურის უნარ – ჩვევების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეები, რომლებმაც მოათავსეს ჯიბაკში ფურცელ იმსახურებენ შექებას და სტიკერს. საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ ჯიბაკებს ვათავისუფლებთ. ჩალაგებული სიტყვები ავკინძე ერთად, გავუკეთე გარეკანი და გავაფორმე წარწერით ,,ჩემი ხატოვანი ენა ქართული“ იგი ინახება საკლასო ბიბლიოთეკაში.
მსგავსი ფორმით თვალსაჩინოების გამოყენება შეიძლება შემდგომ კლასებშიც განხორციელდეს,როცა მოსწავლეები მცირე ზომის თემების დამუშავებას შეისწავლიან, შეივსოს ჯიბაკები და შემდეგ აიკინძოს წიგნად.
,,პრემაკის პრინციპი’’––მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, ( კითხვა, წერა, ამოცანების ამოხსნა, ტესტების შევსება და სხვა.) და ცდილობენ მის შესრულებას, მიუხედავად იმისა ,თუ რამდენად სასურველია მათთვის მიცემული დავალების შესრულება. მოსწავლეებმა იციან, რომ,,ანიდან– ჰაემდე’’მოგზაურობის დროს მეტად სახალისო დავალებების შესრულება და დიდაქტიკური თამაში ელით. ,,ანიდან– ჰაემდე’’ მოგზაურობას განსაზღვრული დრო აქვს: მოსწავლეებს ვატყობინებ, თქვენ გაქვთ დრო 5–წთ–ი ეცადეთ, იხალისოთ, იმოგზაუროთ და დროში ჩაეტიოთ . ( ვცდილობ სახალისო საქმიანობაში მონაწილეობა დამოკიდებული გავხადო ნაკლებად სასიამოვნო დავალებების შესრულებაზე)


თითოეული ახალი გაკვეთილისთვის შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა წამახალისებელი სამუშაო. სასურველია თვალსაჩინოებამ არ დაკარგოს ფუნქცია და მოსწავლეს მუდამ ჰქონდეს სურვილი იქ მოხვედრისა. ამიტომ , რაც შეიძლება მეტი ფანტაზიის, აქტივობის და სახალისო დავალებების შესრულებას უნდა მიექცეს ყურადღება. დავალებები რომლებიც სრულდება ,,ანიდან– ჰაემდე’’ მოგზაურობისას, პირდაპირ კავშირშია კონკრეტული გაკვეთილის მიზნებთან
განმამტკიცებელი სტიმული:
კლასში განვიხილე რამოდენიმე არასასურველი ქცევა და ავხსენი მისი შედეგი მაგ; როდესაც ნინო დაფასთან გამოვიდა ცარიელ უჯრაში საჭირო ასო ბგერის ჩასაწერად ნიკამ ადგილიდან წამოიყვირა პასუხი და ამით ნინო გაანაწყენა. შევიმუშაოთ ქცევის წესი.
1)პასუხის სათქმელად ავიწიოთ ხელი, ვცადოთ სხვა მოსწალეს აზრის გამოთქმა.
შემდეგ: დავითი წამოდგა ადგილიდან და გაემართა მეორე რიგში მჯდომ საბასკენ. ამ საქციელს მოყვა ახსნა განმარტება; ვიმსჯელეთ აღნიშნული ქცევის უარყობით მხარეებზე; ა)არ ითხოვა ნებართვა. ბ) გაფანტა სხვების ყურადღება, გ) გამოიწვია ხმაური, და ა.შ. შევიმუშაოთ შემდეგი წესი:
2) შევწყვიტოთ გაკვეთილზე დაუკითხავად გადადგილება.
აღნიშნული ქცევების შეზღუდვის სტიმულის გამოყენებით საკმარისია მივახვედრო მოსწავლეები როგორი ქცევებია მისაღები და სასურველი: ,,იმისათვის რომ თქვენ მოხვდეთ ’’მატარებელში“ ,შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ’’.... მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათმა ქცევამ დადებითი შედეგი გამოიღოს

სოციალური და ემოციური მხარდაჭერა:
ბექას გაუჭირდა სამუშაოს შესრულება . აღნიშნული დავალება ნინომ, ანიმ და დიმიტრიმ მიცემულ დროზე ადრე შეასრულეს. ბავშვები გავამგზავრე ,,მატარებელში“ სადაც გეომეტრიული ფიგურებით ააწყეს სახლები, გემები,ნაძვის ხეები. ბექას ვურჩიე დახმარებისთვის მიემართა ,,მატარებელში“ მჯდომი ბავშვებისთვის სადაც , გეომეტრიული ფოგურების, ციფრების გამოყენებით ბექას ადვილად შეასრულებინეს დავალება. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ბექამ თავად შეძლო სხვების დახმარება.
მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, აღნიშნული ხერხით მეგობრები ბავშვებს კოგნიტურ განვითარებაში ეხმარებიან.


დანიშნულება: საკლასო ოთახში ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემოს შექმნა. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.
,,მატარებელს“ ვამზადებ წინასწარ გათვალისწინებული აქტივობის განსახორციელებლად, რომელიც გაკვეთილის მიზნებთან კავშირშია.
როგორც თავში მოგახსენეთ თვალსაჩინოება შევქმენი ანბანის სწავლების პირველი დღიდან. თითოეულ ასო ბგერას აქვს საკმაოდ ტევადი ჯიბაკი, შიგ პერიოდულად ვათავსებ საჭირო ინფორმაციას, მაგ. ასო– ბგერა –,,ა“ . ჯიბაკში მოვათავსე ინფორმაცია აგარაზე, აქლემზე, არწივზე. ინფორმაცია იმ მოცულობისაა, რომ პირველ კლასელი ბავშვი ახერხებს წაკითხვას და აზრის ტრანსფორმირებას. ასე ხდება სხვა დანარჩენ შესწავლილ ასო ბგერებზე.მაგ. შემხვდა გაკვეთილში სიტყვა –თავთავი–მოვიძიე მასზე სურათები. 1). ნიადაგის დამუშავება. 2).ჯეჯილობის პერიოდი. 3) .სიმწიფის პერიოდი. 4) მკათათვის პერიოდი.
თითოეულ ილუსტრაციას გავუკეთე შესაბამისი წარწერა ჩავდე განსაზღვრულ ადგილზე .,,მატარებელში’’მჯდომ მოსწავლეებს ვთხოვე მოეძებნათ ინფორმაცია ,,თავთავზე’’ და მისი გაცნობა გააზრების შემდეგ წარსდგენილიყვნენ კლასის წინაშე.ილუსტრაციები ქრონოლოგიურად დაელაგებინათ–დაესაბუთებინათ, ემსჯელათ. კლასს მოვუწოდე, ჩართულიყვნენ აქტიურად საგაკვეთილო პროცესში, გამოეხატათ აზრი და ცოდნა თითოეული სურათის შესაბამისად.
,,მატარებელში’’ მჯდომი ბავშვები თავს გრძნობდნ ლიდერებად, ინფორმატორებად და სიამაყით ასრულებდნენ მასწავლებლის მითითებებს. ხოლო სხვა მოსწავლეებს გაუჩნდათ ენთუზიაზმი.

No comments:

Post a Comment